ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ბერძენიშვილზე: ერეკლე მეორეს რომ მოღალატეობას დასწამებს, დავით აღმაშენებლის შვილებს იდიოტებს უწოდებს, წესით ჭკუა არ მოეკითხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 27 მაისი 2022, 14:07

ლევან ბერძენიშვილი და სინდის-ნამუსი, რომ ვერ თავსდება ერთმანეთთან ესეც ცხადია. ძმის ჩამშვები, მერე საბჭოთა „კგბ“-ს და კომუნისტური პარტიის უკანალის მკოცნელი, ჯერ „ნაცების“ მხარდამჭერების ჯალათებად, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ ავადმყოფებად მომხსენებელს აშკარად ფსიქიკური გადახრები უნდა აწუხებდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ბერძენიშვილის ტვ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

„შენს სურათს, რომ თელავში, „უბორნიის“ (ამ შემთხვევაში, ტუალეტსა და საპირფარეშოს ეს სიტყვა სჯობია!) შესასვლელთან ჩამოკიდებენ, თან გამვლელ-გამომვლელი იმას რომ იტყვის, სად ერეკლე და „სად ეს ისაო“, თუ სინდის-ნამუსი გაქვს, ალბათ ხმა აღარ უნდა ამოიღო... მაგრამ ლევან ბერძენიშვილი და სინდის-ნამუსი, რომ ვერ თავსდება ერთმანეთთან ესეც ცხადია. ძმის ჩამშვები, მერე საბჭოთა „კგბ“-ს და კომუნისტური პარტიის უკანალის მკოცნელი, ჯერ „ნაცების“ მხარდამჭერების ჯალათებად, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ ავადმყოფებად მომხსენებელს აშკარად ფსიქიკური გადახრები უნდა აწუხებდეს. ერეკლე მეორეს, ხალხის უსაყვარლეს მეფეს, პატარა კახს რომ მოღალატეობას დასწამებ, მერე დიდი დავით აღმაშენებლის შვილებს და შვილიშვილებს იდიოტებს უწოდებს, იმ არსებას წესით ჭკუა არ მოეკითხება. ახლა, პიროვნულ და პირად შეურაცხყოფაზეც გადადის, სავარაუდოდ პოპულარობისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით (მისთვის, როგორც ჩანს მნიშვნელობა არა აქვს კაცად მოიხსენიებენ თუ არაკაცად!). დიდი სურვილი აქვს, ვინმემ მინიმუმ ყურის ძირში გაულაწუნოს, მერე ნახეთ ამბავი და კივილი-წივილი: არიქა პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულის მანტიის შემოსხმა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე ლომჯარიას თუ მისი მიმდევრების მხრიდან. ამიტომ, ყველას გევედრებით, ვინმეს ხელი არ წაგიცდეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიღაცა იტყვის კაცი გალახეს, ლევან ბერძენიშვილი და კაცად მოხსენიება კი ძალიან, ძალიან დიდ პატივი იქნება მისთვის”,- წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი