ისრაელის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 25 მაისი 2022, 22:52

ისააკ (ბუჟი) ჰერცოგის ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ავრცელებს.

„ჩემო მეგობარო პატივცემულო ელჩო, ძვირფასო ლაშა, მეგობარო. მოხარული ვარ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღეს ისრაელის პრეზიდენტის სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არს ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებსა და ხალხებს შორის. ათასწლოვანი წარსულით და, რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემს ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია.

ისრაელი და საქართველო ჰგვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან - ჩვენი ორი ქვეყანა გზაჯვარედინებზეა განლაგებული - გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტების, მთებსა და მდინარეებს შორის და უფრო მეტიც - რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის.

ჩვენს ხალხებს შორს არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელს პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველისა და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია „ვეფხისტყაოსნით“. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომავალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქართველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე.

ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორი ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის თითქმის 3000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, და როგორც უკვე ვახსენე, ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში.

მრავალფეროვან ტურიზმთან ერთად, კულტურის, ეკონომიკის და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით თქვენ, საქართველოს ელჩო ლაშა ჟვანია, მხარდაჭერისთვის და რეაგირებისთვის ყველა მგრძნობიარე საკითხში.
ჩვენ ვთხოვთ და გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება სხვა სფეროებში, როგორიცაა საქართველოს კულტურული ცენტრის გახსნა იერუსალიმში. და მე სიხარულით ელოდები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, ვისაც მრავალი წელია იცნობ და დიდ პატივს ვცემ. ვლოცულობ, რომ ჩვენი საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შეცვლის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან“, - აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი
.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი