გია აბაშიძე სამადაშვილზე: როცა „ლელოში“ ხარ, იქ ანალიზსა და ცოდნას არანაირი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, სერტიფიცირებული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის ხუშტურების მორჩილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 25 მაისი 2022, 17:42
ნალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე სამადაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც განაცხადა, რომ „750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ“.

ანალიტიკოსი სამადაშვილის პასუხად წერს, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 751-ის ნაცვლად, 705 დეპუტატია. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის 73 ადგილი გადანაწილდა ევროკავშირის სხვა 14 წევრ ქვეყანაზე, ნაწილი კი გაუქმდა.

„ეს რომ ანი წითლიძეს ეთქვა, რომლისთვისაც კაპუჩინო თურმე ფრანგული წარმომავლობისაა ანდა ლევან ხაბეიშვილსნაირს, არ მექნებოდა საჯარო შენიშვნა. თუმცა, დიპლომატიურ სამსახურში ნამუშევარმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 751-ის ნაცვლად, 705 დეპუტატია. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის 73 ადგილი გადანაწილდა ევროკავშირის სხვა 14 წევრ ქვეყანაზე, ნაწილი კი გაუქმდა. ტყუილია, რომ საქართველოთი დაინტერესებულია მხოლოდ 10 ევროპარლამენტარი. მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ეს 10 კი, "ნაცების" ე.წ. მესიჯბოქსითაა დაინტერესებული და დიდი ალბათობით, თანმდევი ბენეფიტებით. თუმცა, როცა „ლელოში“ ხარ, იქ ანალიზსა და ცოდნას არანაირი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, სერტიფიცირებული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის ხუშტურების მორჩილება“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი