258
25 მაისი 2022, 17:18
4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გიორგი გახარიას ბრიფინგს.
„გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო თუ ყველა გავჩუმდებითო.
4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო.
- დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო;
- საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ);
- გვარამიაზე თქვა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო;
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |