334
20 მაისი 2022, 20:00
როგორ ქართველიშვილი ვარაუდობს, ეს ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო - პირველი, რომ ოცნებამ ეს ქვეყანა არ ჩართო ომში და მეორე იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ აქ სიტუაცია გადააყირაონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ.
,,ქართველმა ხალხმა მინდა იცოდეს, რა ხდება დღეს ევროპულ სტრუქტურებში. გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული ლობისტური ხაზი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ნაცმოძრაობის მხრიდან ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით, არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც დადიან კარდაკარ და იხვეწებიან, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო - პირველი, რომ ოცნებამ ეს ქვეყანა არ ჩართო ომში და მეორე იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ აქ სიტუაცია გადააყირაონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. არაფერი გამოგივათ თქვე სამშობლოს გამყიდველებო. აუცილებლად გავალთ ფონს და ძალიან მალე თქვენი ჭაჭანება აღარ იქნება ამ ქვეყანაში!” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |