ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია თუ მუხრუჭებს ინარჩუნებს, ნაპროკურორალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი პროკურატურის შემოქმედები არ ყოფილიყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 18 მაისი 2022, 10:27

ეს ტექსტი იმდენად ძველი და გაცვეთილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას განდიდებული და შემდეგ იქიდან რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ყველა პოლიტიკანი ამ სიტყვებით ცდილობდა ღალატის გამართლებასა და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კკაბაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის მნახველებს სულ არ გაგვიკვირდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე გავლენიანი ხვალ ყველაზე რადიკალ ოპოზიციონერად მოგვევლინოს.

„ხელუსუფლებიდან ოპიზიციაში გადაბარგებული ყინჩები. ოპოზიციაში გადასვლისას თვალახელილი არარაობები აბა, ვის გახსოვთ? სიტყვები: „სანამ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, დემოკრატია და ეკონომიკა ყვაოდა. ევროპული კურსი იყო შეუქცევადი. სასამართლო- სამართლიანი, ხალხი- კმაყოფილი და ა. შ. ჰოდა, იმიტომ წამოვედით ოპოზიციაში, რომ უმაღლესმა ხელისუფალმა ევროპულ დემოკრატიას გადაუხვია და დაადგა ადამიანის უფლებების დარღვევის გზას. სასამართლო გახდა უსამართლო. ქვეყანა დაადგა დიქტატურისა და ტირანიის გზას“ - ეს ტექსტი იმდენად ძველი და გაცვეთილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას განდიდებული და შემდეგ იქიდან რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ყველა პოლიტიკანი ამ სიტყვებით ცდილობდა ღალატის გამართლებასა და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას.

ამას ამბობდნენ თავის დროზე შევარდნაძის პოლიტიკური დასაყრდენები ჟვანია და სააკაშვილი 2001 წელს, შემდეგ ჯერ სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკური საყრდენები, რესპუბლიკური პარტიის ვარსკვლავბიჭუნები (ძმები ბერძენიშვილები, ენჯეოშნიკი უსუფაშვილ-ხიდაშელები), ცოტა მოგვიანებით - სააკაშვილის სახელისუფლო საყრდენები ბოკერია-უგულავა-ოქრუაშვილ-ბაქრაძეები, მერე - ერთ დროს ივანიშვილის საყრდენები სანიკიძე-ჩუგოშვილები, ჯაში -ფოფხაძეები და ბოლოს - გახარია-მეზვრიშვილ-თოლორაიები.

ამ ყველაფრის მნახველებს სულ არ გაგვიკვირდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე გავლენიანი ხვალ ყველაზე რადიკალ ოპოზიციონერად მოგვევლინოს. ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ სუბიქტთა კოჰორტაში ყველაზე გამორჩეული ბოლოს ჩამოთვლილი სამეულია.

არსაიდან მოსული და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია თუ მუხრუჭებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ნაპროკურორალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი და ბანდიტური პროკურატურის აქტიური შემოქმედები არ ყოფილიყვნენ.

შემდეგ ვითომც არაფერიო, ისე გააგრძელეს პროკურორობა ივანიშვილის პროკურატურაში, სადაც პერიოდულად ძველი კოლეგების დანაშაულებრივ ქმედებებს ისე „აღმოაჩენდნენ,“ვითომ თვითონ არ ყოფილიყვნენ იმ დანაშაულების თანამონაწილენი.

გავიდა ხანი. გახარიას წყალობით მეზვრიშვილი მთავრობაში გადავიდა, მეზვრიშვილის წყალობით თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი გახდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. უეცრად, კრიტიკულ მომენტში გახარიას შიშის გამო ფეხი დაუცურდა (ან შეგნებულად შესრიალდა ნაცების ბანაკში), ორი დაქალიც გაიყოლა, დაიწყეს ყოფილი კოლეგების ძირის გამოთხრა - მეზვრიშვილმა ოპოზიციიდან, თოლორაიამ - ხელისუფლების შიგნიდან.

ახლა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეზვრიშვილი ცდილობს მკვეთრად გამიჯნოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის მსჯავრის დადება, ვინაიდან დევნის დაწყების დროს ხელისუფლებებაში იყო, ხოლო მსჯავრის დადების დროს - ოპოზიციაში.

აი ასე, გაორებულ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ხელისუფალნი ისე იბლანდებიან უღირსი პოზიციების გამართლების მცდელობებში, რომ ხალხში მხოლოდ ირონიასა და შეცოდებას იწვევენ“, - წერს კკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი