ზურაბ ქადაგიძე: არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს ხელუხლებელი „კასტა“, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 16 მაისი 2022, 14:48

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისთვის, თუმცა საქართველოში არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი "კასტა", რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

„ახლა დაიწყება ჟივილ-ხივილი,რომ საქმე პოლიტიზირებულია და გვარამია არ უნდა დაეკავებინათ...

პოლიტიკური კომპონენტი ნამდვილადაა საქმეში ოღონდ არა სამართალწარმოებაში, არამედ გვარამიას გარშემო ატეხილ ისტერიაში და "რადიკალების" მხრიდან წინაწარ ატეხილ აჟიოტაჟში,რომ სასამართლოს ნებისმიერი მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნებოდა...


სინამდვილეში კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისათვის,თუმცა საქართველოში არის მცდელობა,რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი „კასტა“, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით...

P.S. ისე, ის ტელეკომპანია, რომლის ქონებასაც ბოროტად განკარგავდა ბატონი გვარამია სტრასბურგის სასამართლომ დაუბრუნა კანონიერ მფლობელს... ცნობისთვის მაინც“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი