277
13 მაისი 2022, 19:40
მისი თქმით, როგორც ჩანს, მრავალფერიან დროშებს შორის - ცისარტყელას მებაირაღეებს რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
“ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა - მთავარია აღქმები. სანამ ოპომედიის ნაწილი რუსული, სომხური და ყაზახური ტრაილერების პარკინგებზე დარბოდა "ლაივებით", ხოლო მეორე ნაწილი - რუსთავის ციხიდან გამოსულ თითოეულ სასწრაფო დახმარების მანქანას დასდევდა ასევე ისტერიული პირდაპირი ჩართვებით - ერთი სენსაციური და სკანდალური ამბავი თითქოს მივიწყებას მიეცა: ჭუტავიზიის breaking news-ის თანახმად, ერთი თვის წინ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, საქართველოში თურმე სანქცირებული და კონტრაბანდული საწვავი შემოიტანა! სკანდალს დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ამ მედიაშულერებმა და ფეიკმეიქერებმა მალევე დაადგინეს, რომ ტვირთის პატრონი - მათი "მამა-მარჩენალი" და მედიამაგნატი დავით კეზერაშვილი ყოფილა, ხოლო საწვავის მიმღები - მისი კომპანია "გალფი". როგორც ჩანს, მრავალფერიან დროშებს შორის - ცისარტყელას მებაირაღეებს რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. რუსეთის საზღვაო ტვირთმზიდით კონტრაბანდული საქონლის შემომტანი კეზერაშვილის მიმართ სასწრაფოდ პერსონალური სანქციების დაწესებას მოვითხოვთ!” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |