ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია, შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 03 მაისი 2022, 14:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მისი თქმით, ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია, შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის.

„საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ჭადრაკის ლეგენდას, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!

ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია, შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის. ის მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. ქალბატონი ნონა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი