298
26 აპრილი 2022, 13:24
ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ომის პარტიის სერტიფიცირებული ლიდერია, საჯაროდ აღიარა უკრაინელმა ჩინოსანმა ალექსეი არესტოვიჩმა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის „ფეიგინ ლაივის“ ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ.
"მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას", - განაცხადა არესტოვიჩმა.
კარგია, რომ მემუარებში კი არა და ახლა ითქმის სიმართლე. თუმცა, ერთი რამ „ავიწყდებათ" არესტოვიჩებსა და არახამიებს - სააკაშვილი იყო ლაჩარი მთავარსარდალი და ასეთად დარჩება ისტორიაში“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |