სააკაშვილის მარიონეტებს ვურჩევ - ჯერ ბაზისური განათლება მიიღონ, შემდეგ ისწავლონ ტირანიის, ავტორიტარიზმის სრული განსაზღვრებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
423 15 აპრილი 2022, 20:46

სააკაშვილის მარიონეტებს ვურჩევ - ჯერ ბაზისური განათლება მიიღონ, შემდეგ ისწავლონ ტირანიის, ავტორიტარიზმის სრული განსაზღვრებები, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბაკურიანში შეკრების მიზეზის შესახებ გაკეთებულ განმარტებას.

„ნაცსექტის ერთ-ერთი განშტოება, ფსევდო-NGO აცხადებს, რომ "ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი მედიების მიერ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თითქოს გასულ კვირას, სახელმწიფო გადატრიალების დასაგეგმად ფართო შეხვედრა გაიმართა ბაკურიანში". იმავე განცხადებაში, ლოგიკასთან მწყრალად მყოფნი წერენ შემდეგს: საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით. პიტერ აკერმანი, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა და საინტერესო გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარა, წარმოადგენს არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც არამხოლოდ იზიარებს, არამედ ავრცელებს ტირანიებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ არაძალადობრივად ბრძოლის ფილოსოფიას. 

სააკაშვილის მარიონეტებს ვურჩევ - ჯერ ბაზისური განათლება მიიღონ, შემდეგ ისწავლონ ტირანიის, ავტორიტარიზმის სრული განსაზღვრებები. ე.წ. ტირანია საქართველოში რომ იყოს, ვერცერთ მედიასაშუალებაში მიმოაფრქვევდნენ ამდენ ბოროტ დეზინფორმაციას, რაც ჭარბადაა საქართველოში. ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების! (დავით გურამიშვილი)“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი