ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნებული კორექტული და მკაცრი მიდგომის შედეგად სტეფანჩუკმა ტონი შეცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სამართლიან გულისტკივილს, ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 13 აპრილი 2022, 15:59

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ჩვენი დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში კიდევ ერთ კეთილშობლურ და ჰუმანურ აქტად უნდა ჩავთვალოთ რუსეთთან მეომარი ქვეყნის მიმართ.

„გუშინ ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ინტერვიუს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ბატონ სტეფანჩუკთან ჩავუღრმავდებით, ძნელი მისახვედრია არაა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში, მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული უსიამოვნო ტენდეციებისა, მაინც არის გარკვეული ძალები, რომლებსაც აუხსნეს, რომ მეგობრებთან ურთიერთობა ასე არ შეიძლება. უკრაინის მხრიდანაც საღად და ადეკვატურად მოხდა იმის გააზრება, თუ რა სახის დახმარებას ვუწევთ ჩვენ ომში ჩაბმულ უკრაინას. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ამავდროულად, უაპელაციოდ უთხრეს უარი უკრაინაში ჩასვლაზე გერმანიის პრეზიდენტს ბატონ ვალტერ შტაინმაიერს. აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნებული კორექტული და მკაცრი მიდგომის შედეგად კი, სტეფანჩუკმა ტონი შეცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი სამართლიან გულისტკივილს, ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვება. მანამდე კი ჩვენი დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში კიდევ ერთ კეთილშობლურ და ჰუმანურ აქტად უნდა ჩავთვალოთ რუსეთთან მეომარი ქვეყნის მიმართ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი