გვარამიას "მთავარი მანიპულატორი" ამბობს, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა, რაც არაა სიმართლე!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 13 აპრილი 2022, 00:23
გვარამიას "მთავარი მანიპულატორი" ამბობს, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა, რაც არაა სიმართლე - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, ვაშინგტონიდან დემნა დევდარიანის ჩართვას ეხმიანება.

აბაშიძის თქმით, ანგარიშში წერია, რომ ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი, რურუა და მელია პოლიტიკური პატიმრები არიან. 

„გვარამიას "მთავარი მანიპულატორი" ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა, რაც არაა სიმართლე!

ანგარიშში წერია, რომ ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი, რურუა და მელია პოლიტიკური პატიმრები არიან. . 

Opposition party members had considered Rurua and Melia a political prisoner and detainee, respectively. They also considered former president Mikheil Saakashvili to be a political detainee (see section 1.c.).

კიდევ ერთი ტყუილი "პოლიტიმატიმრობაზე". ანგარიში ამბობს - სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ პარტია "ლელოს" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

Civil society and opposition representatives suggested the respective prosecutions involving Lelo Party founders Mamuka Khazaradze and Badri Japaridze, UNM Chair Nika Melia, and Mtavari Arkhi General Director Nika Gvaramia, in particular, were politically motivated.

ანგარიშში რადიკალური ოპოზიციის გარდა, ინფორმატორებად ნახსენებნი არიან (შერჩევითად) სახალხო დამცველი ლომჯარია, საია და ა.შ. ადვილად მისახვედრია თუ რა დოზის დეზინფორმაცია მიაწოდეს აშშ-ის საელჩოს. 

თუ, მაგალითად, The Washington Times-მა გამოაქვეყნა რომელიმე რუსი ჯალათი გენერლის ნათქვამი, ეს ნამდვილად არ ნიშბავს იმაზე, რომ გამოცემა იზიარებს მის მოსაზრებებს“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი