388
04 აპრილი 2022, 18:01
მისი თქმით.,ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი "დაადასტურეს" უკრაინელებმა.
„უდავოა, რომ სააკაშვილის მეხუთე კოლონამ პოლიტიკური საბოტაჟის დროებითი პლაცდარმი შექმნა უკრაინის ხელისუფლებაში. კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული "ნაცები" ამბობენ შინ და გარეთ.
საქართველოდან რომ ე.წ. სამხედრო კონტრაბანდა მიედინებოდეს უკრაინაში (რაც ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება), ამაზე უწინარესად, განგაშს ატეხდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი სამსახურები!
იბადება შეკითხვა - უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა.
P.S. თანამდებობის მისაღებად ყველაფერზე წამსვლელი ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი "დაადასტურეს" უკრაინელებმა. "შავ ხვრელებზე" ვინ საუბრობდა ტელეეთერში, ყველას კარგად გვახსოვს“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |