დავით ქართველიშვილი: „მშვიდობისა და სტაბილურობის" პარტიამ - "ომისა და პროვოკაციების" პარტია პირწმინდად დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 02 აპრილი 2022, 22:18
„მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის საპარლამენტო დეპუტაციის თითქმის სრული შემადგენლობა იყო გადასროლილი მათთვის ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში - წინასწარი ინფორმაციით, ორივე ქალაქში ხელისუფლების კანდიდატებმა 70%-მდე მიიღეს“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

 მისი თქმით, ოპოზიციური გათვლებით მოსალოდნელი კრახი დამაჯერებელ გამარჯვებაში ტრანსფორმირდა - რაც სახელისუფლებო ყულაბაში, საზოგადოებრივი ნდობის დამატებით "სარეზერვო" მარაგებზე მეტყველებს.

 „ყველას გვახსოვს საკმაოდ რთული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მთელ რიგ უბანზე გამარჯვებულის ვინაობა მეორე ტურებმა გადაწყვიტეს. ყველას გვესმის ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, რაოდენ "არასწორად" წარმართავს თავის პოლიტიკას "ქართული ოცნება". დღეს თუნდაც ორ საარჩევნო ლოკაციაზე - ბათუმსა და რუსთავში - "ჭეშმარიტების მომენტი" უნდა დამდგარიყო. დადგა კიდეც - ოღონდ ოპოზიციისთვის კვლავ "ასინეთური" ნიშნით - პირიქით მოხდა ყველაფერი. რაც წინა არჩევნებში წააგო "ქართულმა ოცნებამ" - ზუსტად იმ უბნებზე დაფიქსირდა მისი 20 პროცენტიანი უპირატესობა კონკურენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის საპარლამენტო დეპუტაციის თითქმის სრული შემადგენლობა იყო გადასროლილი მათთვის ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში - წინასწარი ინფორმაციით, ორივე ქალაქში ხელისუფლების კანდიდატებმა 70%-მდე მიიღეს. ოპოზიციური გათვლებით მოსალოდნელი კრახი დამაჯერებელ გამარჯვებაში ტრანსფორმირდა - რაც სახელისუფლებო ყულაბაში, საზოგადოებრივი ნდობის დამატებით "სარეზერვო" მარაგებზე მეტყველებს. "მშვიდობისა და სტაბილურობის" პარტიამ - "ომისა და პროვოკაციების" პარტია პირწმინდად დაამარცხა“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი