401
31 მარტი 2022, 18:29
„დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?" - ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა - ომში მეომრად ყოფნა და თავი ავარიდო ტრადიციული, "კლასიკური" ქართველისათვის შეუფერებელ - საქართველოს, მისი შვილებისა და მათი დედების მისამართით გაუკუღმართებული მოწოდებების პრაქტიკას. არანაირ შესაძლებლობას არ გიტოვებს, ელემენტარული ინტელექტის ფარგლებში ავუხსნა ამ მეტყველება/უუნარობის მქონე ადამიანისთვის მის გინება/გამოშიგნებულ შუალედებში დასმულ წუხილებზე პასუხის გაცემას - რამეთუ, ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება და ღმერთმა არ ქნას, ამით მიყენებულმა ფსიქო/ემოციურმა ტრავმამ მას რეალურ, და არა ვირტუალურ ბრძოლაში - ხელი შეუშალოს. და ეს რჩევა რომელიმე კომპიუტერული "ვირთხის" მხრიდან რომ არ მიიღოს, ხელს მოვაწერ ჩემი რეალური რეგალიებით - კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |