ალექსეი დანილოვი - თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
349 26 მარტი 2022, 23:51

თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.

„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა", - განაცხადა დანილოვმა.

მან მთიანი ყარაბაღიც ახსენა და განაცხადა, სომხეთი რუსეთს მიმართავს ჯარით დაეხმაროს. 

„მაგრამ მათ  იქიდან ჯარები გაიყვანეს და გასულ კვირას გამოაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში. გვესმის, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, - განმარტა დანილოვმა.

მან ასევე,  ყურადღება გაამახვილა ოფიციალური ტოკიოს განცხადებაზეც, რომლის თანახმადაც კურილის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რის შემდეგადაც რუსეთის ფედერაციამ წვრთნები დაიწყო.

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ამ სექტორში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა დღეს უკიდურესად მცირეა, რადგან მათ ყველა აქ გამოგზავნეს“, - განაცხადა დანილოვმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციაზე - როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი
ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას - თქვენ ხომ ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება, რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად. თუ ასეთი გულუბრყვილოები და არაკვალიფიციურები ხართ, მაშინ რა გინდათ პოლიტიკაში
ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას - თქვენ ხომ ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება, რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად. თუ ასეთი გულუბრყვილოები და არაკვალიფიციურები ხართ, მაშინ რა გინდათ პოლიტიკაში
ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან სკანდირებდნენ წადიო - დღეს დილით კი ნიკა გვარამიამ აიღო ბილეთი და ქვეყნიდან წავიდა
არქივი