ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დასაცავად, მას კი ამ ბრძოლაში თავის მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერაც აქვს, რაც კიდევ ერთხელ GORBI-ს კვლევებმაც დაადასტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 21 მარტი 2022, 11:38

GORBI-ს კვლევებთან დაკავშირებით, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩემთვის საყურადღებო, მაინც ის არის, რომ კვლევებში გაჩნდა კითხვა იმის შესახებ გვინდა თუ არა ახლა ომი, ან უფრო მართალი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი გვინდა თუ არა საქართველოში მშვიდობა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი GORBI -ის კვლევის შედეგებს. როგორც ნიკოლეიშვილო წერს, საგულისხმოა, რომ ამ კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას მშვიდობა სურს საქართველოში და დადებითად აფასებს ხელისუფლების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

GORBI-ს კვლევებთან დაკავშირებით, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩემთვის საყურადღებო, მაინც ის არის, რომ კვლევებში გაჩნდა კითხვა იმის შესახებ გვინდა თუ არა ახლა ომი, ან უფრო მართალი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი გვინდა თუ არა საქართველოში მშვიდობა. საგულისხმოა, რომ ამ კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას მშვიდობა სურს საქართველოში, დადებით აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ ქმედებებს უკრაინასთან მიმართებაში, ხოლო რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, რომელსაც ოპოზიციის აზრით, რუსეთი სასტიკად უნდა დაეზარალებინა, მოსახლეობა ადეკვატურად აფასებს, და ხვდება რუსეთს დიდი არაფერი და ჩვენი ქვეყანა და ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეები შეიძლება ეკონომიკურად საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობთ, წესით ეჭვს არც უნდა იწვევდეს და დიდი მსჯელობის საგანი არც უნდა იყოს. თუმცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი ისეთია, რომ თუ ან კონკრეტულად არ თქვი რამე და თან კვლევებიც არ მოიშველიე, თითქოს ჭირს რეალობის აღქმა. სამწუხაროდ ოპოზიცია, მაქსიმალურად ცდილობს, ან წყლის ამღვრევას და მერე ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, რაც არასოდეს არ გამოდის. კარგი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება თავის პრაგმატული პოლიტიკით, ისევ და ისევ ყველაფერს აკეთებს თავის ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დასაცავად, მას კი ამ არცთუ ადვილ ბრძოლაში თავის მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერაც აქვს, რაც კიდევ ერთხელ GORBI-ს კვლევებმაც დაადასტურა“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი