თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმიანება.
„ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევაში მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა: „საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში" - 76,5% ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6% არ ეთანხმება, 3,9% კი პასუხობს - არ ვიცი.
„საქართველო იმიტომ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში“ - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში“ - ეთანხმება 67,7%, 26,3% არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის.
„საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას“ - ეთანხმება 75,9%, არ ეთანხმება - 20%, 4,1%-მა არ იცის.
„საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა“ - ეთანხმება 22,7%, არ ეთანხმება 71%, და 6,3%-მა არ იცის.
საქართველოს ტელესივრცეში ნდობის მაჩვენებელში კვლავ ლიდერობს "იმედი" 32%, შემდეგ მოდიან: „რუსთავი 2“ -12,7%, „მთავარი არხი“ - 11%, „ტვ პირველი“ -7,8 %, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4,5%, „პოსტივი“ - 3,5%, „ფორმულა“ -1,9%, „მაესტრო“ - 1,8%, „პალიტრა“ - 1,6% - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |