"სანქციების" გამოცხადების პიკანტურობა იმაში მდგომარეობას, რომ რუსეთი აქეთ ფიქრობს, ხომ არ გააუქმოს ის საექსპორტო "ქეისი", მაგრამ ქართული ოპოზიციაში დღემდე ბჭობენ არარსებული მეტროს ვაგონის შესყიდვით, თუ არარსებული ლიტრი რძის გაყიდვით რუსეთში - საქართველო რა "დამანგრეველ" წვლილს შეიტანდა უკრაინულ ტრაგედიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 19 მარტი 2022, 10:48
,,ახლა კი საკუთრივ, სანქციებზე. არა პერფორმანსებზე, ტყუილზე, სიცრუეზე, არამედ - საერთაშორისო "სანქციებზე". მე შევეხები მხოლოდ იმ ძირითად სფეროებს, სადაც მსოფლიო მეტწილად დამოკიდებულია რუსეთის ექსპორტზე.” წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი და აქვეყნებს ევროკავშირში რუსეთიდან ომის დროს ბუნებრივი აირის მოწოდების ყოველდღიურ გრაფიკს.
,,ახლა კი საკუთრივ, სანქციებზე. არა პერფორმანსებზე, ტყუილზე, სიცრუეზე, არამედ - საერთაშორისო "სანქციებზე". მე შევეხები მხოლოდ იმ ძირითად სფეროებს, სადაც მსოფლიო მეტწილად დამოკიდებულია რუსეთის ექსპორტზე. შევეხები იმ კუთხით - თქვა თუ არა რეალურად მსოფლიომ უარი ამ სფეროებში რუსეთიდან იმპორტის განხორციელებაზე. ანუ, შეუერთდა კი არა - გამოაცხადა კი საერთოდ ეს სანქციები, როგორც რუსეთის დასჯის მექანიზმები? საუბარი რა თქმა უნდა წავა ნავთობზე, ბუნებრივ აირზე, ფერად ლითონებზე, მინერალურ სასუქებზე, ქვანახშირზე, რკინაზე, ხე-ტყეზე, ხორბალზე და სხვა სტრატეგიულ პოზიციებზე.
ინფორმაცია, მე, არასპეციალისტმა ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ და რუსულ საიტებზე მოვიპოვე, რაც ადვილად იძებნება და მე ლინკებით არ დაგამძიმებთ. რაც შეეხება საუდის არაბეთს - მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკვე გაისტუმრა უარით ნავთობის მიწოდების საკითხებში. რაც შეეხება აშშ-ს ანალოგიურ მოლაპარაკებებს რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ - ვენესუელას რეჟიმთან - იქაც შორს არიან ოპტიმისტური სცენარებისაგან. მანამდე კი რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გაზრდილია 12,7%-ით.
ბრაზილიის პრეზიდენტის ვიზიტი პუტინთან განპირობებული იყო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, მარცვლეულის ამ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში - სასუქის დროულ მოწოდებასთან, რომლის გარეშე სერიოზული პრობლემები შეექმნება ჩრდილოეთ ამერიკასაც და კრემლში ეს ძალიან კარგად ესმით. მსოფლიოს ხე-ტყის, ოქროს, ნიკელის, პალადიუმის, ალუმინის და სპილენძის ბაზრები ასევე არ ჩქარობენ რუსეთიდან იმპორტის შემცირებას - ვინაიდან ამ პოზიციებში რუსეთი მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი-ქვეყანაა.
რუსეთის ქვანახშირს ევროპისთვის ალტერნატივა რომ არ გააჩნია - ამაში ევროკავშირში შემავალი ყველა მსხვილი მოთამაშე თანხმდება. ანალოგიური მიდგომაა რუსეთის ბუნებრივი აირის მიღებასთან. მე მოგიყვანთ ევროკავშირში რუსეთიდან ომის დროს ბუნებრივი აირის მოწოდების ყოველდღიურ გრაფიკს, თქვენ კი შეგიძლიათ გაამრავლოთ ეს მონაცემები იმ ზე-მაღალ ფასებზე, რაც ევრო/ბაზარზეა დაფიქსირებული. შემდეგ შეგიძლიათ იანგარიშოთ, ამ თანხით რამდენი ტყვია, რაკეტა, ჭურვი, ყუმბარა და ა.შ. - შეუძლია შეიძინოს აგრესორმა ქვეყანამ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით:
თარიღი | რუსეთიდან და ბელარუსიდან უკრაინაში მიწოდება მლნ. კუბ. მეტრი |რუსეთიდან ევროკავშირში მიწოდება მლნ. კუბ. მეტრი |ბელარუსიდან ევროკავშირში მიწოდება მლნ. კუბ. მეტრი 16.03.2022 94,7 201,2 28,6 15.03.2022 102,5 216,1 31,3 14.03.2022. 109,7 216,0. 59,0 13.03.2022 109,7 214,1 59,2 12.03.2022 109,2 216,8 58,5 11.03.2022 109,4 217,8 58,4 10.03.2022 109,6 217,8 56,3 9.03.2022 109,6 219,1 57,1 8.03.2022 109,4 217,9. 57,8 7.03.2022 109,6 218,2 56,7 6.03.2022 109,7 216,6. 56,6 5.03.2022 109,3 216,9 58,3 4.03.2022 108,9 215,9. 55,9 3.03.2022 110,2 215,6 58,2 2.03.2022 109,0 215,9 58,0 1.03.2022 109,0 222,4 50,1 დღეს ზემოჩამოთვლილ პოზიციებზე საერთაშორისო "სანქციების" გამოცხადების პიკანტურობა იმაში მდგომარეობას, რომ რუსეთი აქეთ ფიქრობს, ხომ არ შეამციროს, შეზღუდოს ან გააუქმოს ის საექსპორტო "ქეისი", რომლის გარეშეც მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კატაკლიზმები დაიწყება. მაგრამ ქართული პოლიტიკური ფარისევლობა და მისი საერთაშორისო ლობიზმი დღემდე ბჭობენ არარსებული მეტროს ვაგონის შესყიდვით, თუ არარსებული ლიტრი რძის გაყიდვით რუსეთში - საქართველო რა "დამანგრეველ" წვლილს შეიტანდა უკრაინულ ტრაგედიაში. მაშ, სადაა ან საერთაშორისო სანქციები, ან სადაა მათი შედეგები?” წერს ქართველიშვილი facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი