გია აბაშიძე: სააკაშვილის მეხუთე კოლონამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დააწესა და ჯეროვნად არც იმუშავა საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთისგან კრემლზე სანქციების დასაწესებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 16 მარტი 2022, 16:58

„ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მოითხოვენ ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც მოსკოვის ერთ უბანსაც კი ვერ დააზარალებენ. სამაგიეროდ, დაზარალდებიან ჩვენი თანამემამულეები რუსეთში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ზიანი მიადგება საქართველოს ეკონომიკას,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

„სააკაშვილის "შულავერის კომიტეტმა" რაც არ უნდა მილიონები ხარჯოს შინ და გარეთ საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, მაინც წაგებულია. საქართველოს სახელმწიფო, ხალხი და ხელისუფლება მეგობარი უკრაინის გვერდითაა ყველა არსებულ საერთაშორისო ფორმატში და შეჭირვების მიუხედავად, ძალუძს დაეხმაროს უკრაინელებს როგორც მათ სამშობლოში, ასევე საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დააწესა და ჯეროვნად არც იმუშავა საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთისგან კრემლზე სანქციების დასაწესებლად. მეტიც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე რუსეთს მწვანე შუქი აუნთო. ახლა კი უტიფრად მოითხოვენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც მოსკოვის ერთ უბანსაც კი ვერ დააზარალებენ. სამაგიეროდ, დაზარალდებიან ჩვენი თანამემამულეები რუსეთში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ზიანი მიადგება საქართველოს ეკონომიკას. სააკაშვილის ომის პარტიის ამ ავაზაკურ გეგმას განხორციელება არ უწერია! Слава Україні! Героям Слава!“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი