ზურაბ ქადაგიძე: ეკონომიკური სანქციების საკითხი დაიხურა მმართველი ძალის მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 16 მარტი 2022, 16:19

საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობა შეუერთდა ყველა, პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ იზოლაციას რუსეთის მიმართ... - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.

მისი თქმით, ხელოვნურად შექმნილმა შაქრის დეფიციტმა, პირდაპირ გამოავლინა ის პოტენციური კოლაფსი, რაც შეიძლება ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვიოს.

„მოკლედ, ეკონომიკური სანქციების საკითხი დაიხურა მმართველი ძალის მხრიდან... საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობა შეუერთდა ყველა, პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ იზოლაციას რუსეთის მიმართ... „ომის პარტიის“ საერთაშორისო ლობისტების მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით არის პროვოკაცია, რომელიც ნაც-მოძრაობას აწყობს, თუმცა ცდილობს ირიბად, ლობისტების მეშვეობით შემოაპაროს ქართულ საზოგადოებას. აბა ისე, პირდაპირ ვერ გააცხადებს, რადგან საზოგადოების დამოკიდებულება კარგად იციან...

P.S. ხელოვნურად შექმნილმა შაქრის დეფიციტმა პირდაპირ გამოავლინა ის პოტენციური კოლაფსი, რაც შეიძლება ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვიოს“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი