დღესაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გუშინ საპარლამენტო ტრიბუნასთან „freemisha“-ს მაისურით გიორგი ვაშაძე რომ გვყოლოდა, პერფორმანსის სტილში შეიწყალებდა პატიმარ ექს-პრეზიდენტს. მაგრამ, მხოლოდ ამის გამო - ღირდა ამად თუ არა ჩვენი 2018 წლის არჩევანი - მართლა ძნელი სათქმელია უკვე, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ.
როგორც ქართველიშვილი წერს, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს. მანამდე კი კიდევ ერთ საგონებელში მოგვიწევს ჩავარდნა თემაზე „საქართველო და მისი პრეზიდენტები“...
,,დადგა ჩვენი მორიგი პრეზიდენტის საკონსტიტუციო/საკანონმდებლო/მორალურ/პატრიოტულ საცერში გატარება. დღესაც ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გუშინ საპარლამენტო ტრიბუნასთან „freemisha“-ს მაისურით გიორგი ვაშაძე რომ გვყოლოდა, პერფორმანსის სტილში შეიწყალებდა პატიმარ ექს-პრეზიდენტს. მაგრამ, მხოლოდ ამის გამო - ღირდა ამად თუ არა ჩვენი 2018 წლის არჩევანი - მართლა ძნელი სათქმელია უკვე.
რომ არა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი აღიარება ქვეყნის კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში, რომ არა მისი ღია მცდელობა, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ საქმიანობაში უხეში და არაკონსტიტუციური ჩარევისა, რომ არა მისი მიკერძოებული და სახიფათო მინიშნებებით აღსავსე გამრუდებული რეალობის წარმოჩენა - ჩვენ, ვინც მას თავის უმრავლესობაში, ხმა მივეცით მხოლოდ იმის გამო, რომ ვაშაძე არ აგვერჩია, მისი მხრიდან ასეთ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო დარღვევების წვრილმანებში ვერც გავერკვეოდით დღემდე.
ახლა კი მორიგი სირცხვილის და უხერხულობის გრძნობა გვეუფლება, ამჯერად - ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტთან მიმართებაში. გაატარო და არ მისცე სამართლებრივი მსვლელობა - არ გამოდის. ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე უკანონო მორგების ეპიზოდებთან დაკავშირებით დღეს მესამე პრეზიდენტი გვყავს მსჯავრდებულთა სკამზე. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტოს დღეს უკვე ზურაბიშვილთან მიმართებაში გამოვლენილი გარემოებების გამო - საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად, არსებული ფაქტობრივი მასალების გადაცემა, აუცილებელი და მისასალმებელი ნაბიჯია. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს. მანამდე კი კიდევ ერთ საგონებელში მოგვიწევს ჩავარდნა თემაზე "საქართველო და მისი პრეზიდენტები" - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |