ზაალ ანჯაფარიძე ზურაბიშვილზე: მან აშკარად გადაკვეთა „წითელი ხაზები“ მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში და სავსებით გასაგებია მმართველი პარტიის განცხადების ხისტი ტონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 15 მარტი 2022, 13:08

ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილის „მარგველიზაცია“ ვიხილო, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე წერს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს.

„ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის. აღარ ჩამოვთვლი დეტალებს.

თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაცას აპირებს და თვლის რომ კარების ხმაურით გამოჯახუნება ამის საუკეთესო საშუალებაა, ის ძალიან ცდება. ეს არ ჯდება ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში.

გუშინდელი გამოსვლით, სადაც მან აშკარად გადაკვეთა „წითელი ხაზები“ მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში. სავსებით გასაგებია, რომ ეს რეაგირების გარეშე არ და ვერ დარჩებოდა და ამიტომაც ნურავის გააკვირვებს განცხადების ხისტი ტონი.

ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილის „მარგველიზაცია“ ვიხილო. მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს“, - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი