368
12 მარტი 2022, 16:01
,,ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საკუთარი მოღალატეობრივი ქმედებების გადაფარვას კვლავ სიცრუითა და დეზინფორმაციით ცდილობს-ამის თაობაზე საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საკუთარი მოღალატეობრივი ქმედებების გადაფარვას კვლავ სიცრუითა და დეზინფორმაციით ცდილობს.
სიმართლე კი ეს არის:
თბილისის მეტროს ვაგონების შესასყიდად დაფინანსება გამოყოფილია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ.
ზოგადად, მათი მიდგომაა , როდესაც EBRD აფინანსებს ამა თუ იმ პროექტს, ამ პროექტის ფარგლებში წარმოებული ყველა შესყიდვა ხორციელდება თავად ევროპის ბანკის მიერ გამოცხადებული და ჩატარებული ტენდერით.
ამჯერადაც, თბილისის მეტროს ვაგონების შესაძენად ტენდერის ყველა ეტაპი წარიმართა თავად EBRD-ის მიერ:
1. ტენდერის შესახებ განცხადება გამოქვეყნებული იყო EBRD-ის ვებ-გვერდზე;
2. ტენდერის ტექნიკური პირობები დადგენილი იყო თვითონ EBRD-ის მიერ;
3. გამარჯვებული გამოვლენილ იქნა თავად EBRD-ის მიერ.
4. ტენდერი 2020 წლის თებერვალში გამოცხადდა და გამარჯვებული 2021 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
5. EBRD-ის გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ Метровагонмаш-ი არ არის სანქცირებულთა სიაში სავარაუდოდ კონტრაქტი გაუქმდება.
თბილისის მუნიციპალიტეტს არანაირი ფორმით ტენდერის არც ერთ ეტაპში არ მიუღია მონაწილეობა- წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |