ნედ პრაისმა ოპოზიციის მცდელობას მოღალატედ გამოეყვანათ ირაკლი ღარიბაშვილი და სახელისუფლებო გუნდი ცივი წყალი გადაასხა და რუსეთ- უკრაინის ომში ჩვენი პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის პოზიცია დადებითად შეაფასა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
434 11 მარტი 2022, 11:17
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ბრიფინგი კიდევ ერთი ლუსტრაცია აღმოჩნდა ზედმეტად "კარგად", პროვოკაციულად მომზადებული ნაცპარტიული ტელევიზიისთვის. დაბრძანდით, "ფეილი"! რუსული საქმით საკუთარი ქვეყნის გაშავება არ გამოგივიდათ“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ბრიფინგს, სადაც ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. 

 „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები შეეხებოდა რუსეთ - უკრაინის ომს და ამ ომში საქართველოს, კერძოდ პრემიერის პოზიციასაც. ჟურნალისტმა აშშ პრესსპიკერ ნედ პრაისს კითხვა პროვოკაციული კონტექსტით დაუსვა (თითქოს პრემიერმა თქვა რომ)- " სანქციები არაეფექტურია რუსეთის ეკონომიკის მიმართ" სინამდვილეში პრემიერმა განაცხადა -"სანქციები ვერ აჩერებს ომს". 

აშშ პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ოპოზიციის მცდელობას მოღალატედ გამოეყვანათ ირაკლი ღარიბაშვილი და სახელისუფლებო გუნდი ცივი წყალი გადაასხა და რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის პოზიცია დადებითად შეაფასა. მან განაცხადა - "ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის, ის სავარაუდო შედეგი რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის აგრესიას, ისევ როგორც ეს ესმით საქართველოში, ის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ომის მსხვერპლი, ძალიან ბევრ ქართველს მკაფიოდ ახსოვთ ეს დღეები. ქართველი ხალხი, მათ შორის მთავრობის წევრებიც სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ, მოულოდნელად ძლიერი ერთობა.’’ 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ბრიფინგი კიდევ ერთი ლუსტრაცია აღმოჩნდა ზედმეტად "კარგად", პროვოკაციულად მომზადებული ნაცპარტიული ტელევიზიისთვის. დაბრძანდით, "ფეილი"! რუსული საქმით საკუთარი ქვეყნის გაშავება არ გამოგივიდათ. 

P.S. მინაწერი: რას იტყოდნენ მთავარი არხის ჟურნალისტები წინა საუკუნეებში: ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთ, გორგასალს ჯაჭვის პერანგი იღლიაში აქვს გარღვეუილი“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი