ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე დეზინფორმატორი კი არა, საქართველოს მტერია და საბოტაჟს ეწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 10 მარტი 2022, 22:25
ეს სამარცხვინო არსება სახელად ხატია დეკანოიძე, საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ, მზადაა უღალატოს საქართველოს სახელმწიფოს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხატია დეკანოიძეზე, რომელმაც ერთ-ერთ უკრაინულ არხზე განაცხადა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმაროს პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა. 

როგორც ანალიტიკოსი წერს, ამ სამარცხვინო არსებამ პოროშენკოს დროს უკრაინაში თანამდებობის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, შემდეგ გამოაგდეს და მარგველაშვილმა კვლავ დაუბრუნა მოქალაქეობა. 

 „ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძე დეზინფორმატორი კი არა, არამედ საქართველოს მტერია და ეწევა საბოტაჟს! მან ერთ-ერთ უკრაინულ არხზე უსინდისოდ განაცხადა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა. ამ სამარცხვინო არსებამ, პოლიტიკოსიც კი არ ეწოდება და არც იმსახურებს, რომ ადამიანი ერქვას, უკრაინაში (პოროშენკოს დროს) თანამდებობის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. მას აქ არავინ დევნიდა. შემდეგ ის გამოაგდეს და მარგველაშვილმა კვლავ დაუბრუნა მოქალაქეობა. ამ სამარცხვინო არსების შვილს ე.წ. მიტაცებულმა მართლმსაჯულებამ ნარკოდანაშაულზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და გარეთ გამოუშვა. ეს სამარცხვინო არსება სახელად ხატია დეკანოიძე, საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ, მზადაა უღალატოს საქართველოს სახელმწიფოს! სირცხვილი ხალხის მტერს, ტოტალიტარულ ნაცსექტას!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი