მამუკა მდინარაძე - ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და, საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს ყველგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 05 მარტი 2022, 16:58

უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიისა და ომის წარმოების პარალელურად, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

„ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიისა და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!..

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარე საფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან...

განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთოეროვნული მიზანი აფერხებთ...

არა უშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი