ანდრია გვიდიანი ნაცმოძრაობას - თქვენ ბელადს მაინც მოუსმინეთ, რას ამბობს რუსი მოქალაქეების შემოშვებაზე, მერე შეეცადეთ გონება დაძაბოთ და დასკვნები გამოიტანოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
365 05 მარტი 2022, 16:24
ეს ვიდეო განკუთვნილია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისთვის, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეების შემოშვებაზე ჩემი პოზიციის გამო, ჯვარზე გამაკრეს და მოღალატედ გამომაცხადეს. თქვენ ბელადს მაინც მოუსმინეთ, რას ამბობს რუსი მოქალაქეების შემოშვებაზე, მერე შეეცადეთ გონება დაძაბოთ და დასკვნები გამოიტანოთ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი და მიხეილ სააკაშვილის კომენტარს აზიარებს, რომელიც მან ტელეკომპანია „დოჟდს“ 2012 წელს მისცა.

ვიდეოში სააკაშვილი აცხადებს - „ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვართ, რაც უფრო მეტი რუსი შემოვა ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორეაზე, მით უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს, მეტ სიამოვნებას, დატკბება ქართული ბუნებით, სტუმართმოყვარეობით, ქართული სუფრით, ღვინით, მინერალური წყლით, ვფიქრობ, მით უფრო უკეთესი იქნება გრძელვადიანი პერსპექტივა ჩვენს ქვეყნებს შორის, რადგან მე არ შემიძლია ავიღო საქართველო და სადღაც მექსიკაში წავიღო. ჩვენ ყოველთვის განწირული ვართ რუსეთთან მეზობლობისთვის და რუსეთი ყოველთვის არის განწირული საქართველოსთან მეზობლობით იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველო ისტორიულად იყო და არა ისე, როგორც ამჟამინდელ კრემლში წარმოუდგენიათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რუსები რომლებიც აქ ჩამოვლენ, აღმოაჩენენ სხვა საქართველოს, ახალ რეალობას, იქ არსებული სტერეოტიპები გაქრება და ამ თვალსაზრისით ამაში არის სარგებელი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეს კარგია ქართული ეკონომიკისთვის, რაც მეტი ტურისტი გვეყოლეиა, მით უფრო სწრაფად განვითარდება ეკონომიკა“.


„მეგობრებო, ბოდიში თქვენი Facebook კედლის დაბინძურებისთვის და ამ სახის გამოჩენის გამო, თქვენი ხასიათის გაფუჭებისთვის.

ეს ვიდეო განკუთვნილია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისთვის, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეების შემოშვებაზე ჩემი პოზიციის გამო, ჯვარზე გამაკრეს და მოღალატედ გამომაცხადეს. ამიტომ, თქვენ ბელადს მაინც მოუსმინეთ, რას ამბობს რუსი მოქალაქეების შემოშვებაზე. მერე შეეცადეთ გონება დაძაბოთ და დასკვნები გამოიტანოთ.
P.S. - აქ 2012 წელია, ეს კომენტარი მისცა რუსულ ტელეარხ "დოჟდს"; P.P.S. - 2009 წლის ვიდეოს ვერ ვპოულობ, ომიდან რამოდენიმე თვეში რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების ჰარმონიაზე რომ ლაპარაკობდა“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.


https://www.facebook.com/agvidiani/posts/5240166246002020
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი