უკრაინა საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავად იბრძვის ისე როგორც იბრძოდა საქართველო, ჩვენ ორს შორის განსხვავება ისაა, რომ უკრაინიდან არ გარბის მთავარსარდალი და მოქმედი ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 01 მარტი 2022, 13:49

ზელენსკიმ შეძლო და რუსეთ - უკრაინის ომის დაწყებამდე ფეხზე დააყენა მთელი ცივილიზებული სამყარო, ახლა ადგა და ევროკავშირს მიმართა წევრობის მოთხოვნით, მაშინ როდესაც, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომში გაეროს უშიშროების საბჭოსაც კი არ მიმართა საშველად, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი და ერთმანეთს ადარებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და მიხეილ სააკაშვილს.

როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ ომში ჩვენ ორს შორის განსხვავება მაინც არის, ამ ომში უკრაინიდან არ გარბის მთავარსარდალი და მოქმედი ხელისუფლება.

„ყველა კარგ პოლიტიკურ ლიდერს კარგად ესმის, რომ პოლიტიკა არ არის წინასწარ დაუგეგმავი ინიციატივები, არც ხმამაღალი ყვირილი და სანახაობაზე გათვლილი "სცენები", პოლიტიკა სიფრთხილის დიალოგია, რომელიც დღეს აგრესორთან პირისპირ დარჩენილი ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური საუბრის მანერაა. გამოჩენილი სიფრთხილის ეს ზომები საჭიროა იმ ფონზე როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ,
იმ ფონზე როცა ქართულმა მხარემ 2008 წლის ომში დაკარგა135 დასახლებული პუნქტი ცხინვალის რეგიონში და 16 - კოდორის ხეობაში და იმ ფონზე, როცა დღესაც მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია.
პოლიტიკაში ომი გამოუვალი მდგომარეობაა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დღეს უკვე უკრაინაში მეორდება პუტინის სისხლიანი სცენარი. უკრაინა საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავად იბრძვის ისე როგორც იბრძოდა საქართველო და ყოველი ქართველი, მაგრამ რასაც ახლა დავწერ ვიცი ზოგიერთს არ მოეწონება, ამ ომში ჩვენ ორს შორის განსხვავება მაინც არის... ამ ომში უკრაინიდან არ გარბის მთავარსარდალი და მოქმედი ხელისუფლება, ჩვენ ომში კი წითელ ხიდზე მაშინდელი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგი იდგა. მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე ომიდან ორ დღეში ხელი მოაწერა კაპიტულაციაზე და მოსკოვში კულტურის დღეების ჩატარება შესთავაზა ჩვენი კულტურის წარმომადგენლებს, მაშინ როცა ზელენსკი საკუთარ ჯართან ერთად იბრძვის თან ინარჩუნებს ღირსეულ სახეს და გასაოცარი ნებისყოფით მოქმედებს. დააკვირდით, ის მტკიცეა ყოველ მის გადაწყვეტილებაში. მან შეძლო და რუსეთ - უკრაინის ომის დაწყებამდე ფეხზე დააყენა მთელი ცივილიზებული სამყარო ახლა ადგა და ევროკავშირს მიმართა წევრობის მოთხოვნით, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომში გაეროს უშიშროების საბჭოსაც კი არ მიმართა საშველად. შევთანხმდეთ, რომ განსხვავება დიდია.
მე, ვამაყობ ჩემი ქართული ჯარით! მე მინდა ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრება და განვითარება. ამას, რასაც ვწერ, მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ყველაფერი გავაანალიზოთ და გამოცდილებით ვისწავლოთ“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი