სააკაშვილის მეხუთე კოლონა ვერც შიგნიდან და ვერც გარედან ჩაგვითრევს უაზრო ომში! არ ესაჭიროება დიდი ანალიზი იმას თუ ვინაა პატრიოტი და საქართველოს ინტერესებზე მზრუნველი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, რომელიც ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში ჯავშანტრანსპორტიორი ტანკით შეჭრისკენ მოუწოდებს.
„უკრაინის ოპოზიციონერ, პროვოკატორ დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოსა (ამჟამად პოროშენკოს პარტიაში) და მისნაირებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა! გონჩარენკოს პროდასავლურობა ისეთივე fake-ია როგორც ნინო ბურჯანაძის და ნატო ჩხეიძის. ეს არსება წარსულში იყო უკრაინის ავტორიტარი მმართველის, რუსეთუმე იანუკოვიჩის პარტიის აქტივისტი და უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის დაკანონებას უწევდა პროპაგანდას. სააკაშვილის მეხუთე კოლონა ვერც შიგნიდან და ვერც გარედან ჩაგვითრევს უაზრო ომში! არ ესაჭიროება დიდი ანალიზი იმას თუ ვინაა პატრიოტი და საქართველოს ინტერესებზე მზრუნველი“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |