ანდრია გვიდიანი: დასავლეთის უსუსტესი პოლიტიკის შედეგად, რუსეთისგან ისეთი ურჩხული ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
479 25 თებერვალი 2022, 15:07

"დამანგრეველი სანქციებიც" როგორ აღშფოთებასავით სასაცილო ცოდნიათ. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც თავის უსუსური სახე აჩვენა. ესე იგი რა გამოვიდა, შოიგუს და ზახაროვას ყავის სმის და შოპინგის აკრძალვის გარდა, არანაირი ქმედითი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ აქვთ რუსეთის წინააღმდეგ?!’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, თავის დროზე, ევროპას ფხა რომ გამოეჩინა, დღეს ამის მეასედ თავხედობას ვერ გაბედავდა რუსეთი.

"დამანგრეველი სანქციებიც" როგორ აღშფოთებასავით სასაცილო ცოდნიათ. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც თავის უსუსური სახე აჩვენა. ესეიგი რა გამოვიდა, შოიგუს და ზახაროვას ყავის სმის და შოპინგის აკრძალვის გარდა, არანაირი ქმედითი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ აქვთ რუსეთის წინააღმდეგ?! 

30 წელია ხო ღიაა ნატოს კარი? 30 წელია ხო ვერც ერთი ეფექტური ნაბიჯი ვერ გადადგა ევროპამ? 30 წელია ხო ერთი ადგილის თამაშის მეტი არაფერი უქნია დასავლეთს? ხოდა ამასობაში დასავლეთის უსუსტესი პოლიტიკის შედეგად, თვალსა და ხელს შუა რუსეთისგან ისეთი ურჩხული ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. 

თავის დროზე, ევროპას ფხა რომ გამოეჩინა, დღეს ამის მეასედ თავხედობას ვერ გაბედავდა რუსეთი. 2008-ში ხო აღშფოთდნენ, 2014-ში ხო შეშფოთდნენ და 2022-ში კიევი კი არა, ევროპას ისიც არ უნდა გაუკვირდეს, ბერლინს რომ მიუკაკუნოს პუტინმა. 

ქართველი და უკრაინელი ხალხი დაიღალა დასავლეთის სამარცხვინო ცეკვა-თამაშით. რა გამოდის?! 2008 წელი იყო და რუსეთთან გვაომეს. რატომ დაიღვარა მაშინ სისხლი? რა მიიღო მსოფლიო უსაფრთხოებამ, ან რა მივიღეთ ჩვენ?! ახლაც იგივე ხდება, ოღონდ უკრაინაში. საზარბაზნე ხორცად შეატოვეს უკრაინა პუტინს. ადრე თუ გვიან ეს კითხვები აუცილებლად დაისმება და პასუხების გაცემა არცთუ ისე მარტივი იქნება.

P.S. ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა,‘’ - წერს facebook - ზე გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი