საქართველოში მზადდება დიდი პროვოკაცია, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ. საუბარია კვირას, საქართველო - რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, ნაცების მიერ ორგანიზებულ უმართავ ქმედებებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 23 თებერვალი 2022, 12:26
,,პროვოკაციების დროს მოსალოდნელი ყველაფერია - მათ შორის რუსული დელეგაციის მხრიდან ნებსით თუ უნებლიედ ამ პროვოკაციებში თანამონაწილეობა, რასაც უმძიმესი შეფასება მიეცემა რუსეთში და მოჰყვება არანაკლებად უმძიმესი პრაქტიკული ნაბიჯები. მეტსაც გეტყვით - ეს შეფასება და მოქმედების გეგმაც, მოსკოვში უკვე წინასწარ იქნება დაწერილიც და მომზადებულიც.’’ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ.
როგორც ქართველიშვილი წერს არჩევანი ჩვენზეა - დავუშვებთ თუ არა ამ პროვოკაციას.
,,საქართველოში მზადდება დიდი პროვოკაცია, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ. საუბარია კვირას, საქართველო - რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, ნაცების მიერ ორგანიზებულ უმართავ ქმედებებზე, რომლებმაც უკიდურესად უნდა დაძაბონ ორი ქვეყნის ისედაც ფეთქებადსაშიში ურთიერთობები. ამ პროვოკაციების დროს მოსალოდნელი ყველაფერია - მათ შორის რუსული დელეგაციის მხრიდან ნებსით თუ უნებლიედ ამ პროვოკაციებში თანამონაწილეობა, რასაც უმძიმესი შეფასება მიეცემა რუსეთში და მოჰყვება არანაკლებად უმძიმესი პრაქტიკული ნაბიჯები. მეტსაც გეტყვით - ეს შეფასება და მოქმედების გეგმაც, მოსკოვში უკვე წინასწარ იქნება დაწერილიც და მომზადებულიც. არჩევანი ჩვენზეა - დავუშვებთ ამას თუ არა.
კვირას დაგეგმილ თამაშს ყველაფერთან ექნება შეხება - სპორტის გარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად რუსეთის ნაკრებიც მოწადინებულია, რომ ეს სპორტული პროვოკაცია შედგეს. ის უკვე დაწყებულია - მატჩის აფიშების უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებით, ის გაგრძელდება სტადიონთან თამაშის დაწყებამდე აქციით, კულმინაციას მიაღწევს რუსეთის ჰიმნის შესრულებაზე და უმართავ ქმედებებში გადავა, თუკი აჟიტირებული ნაცები გაარღვევენ დამცავ კორდონებს და მოედანზე აღმოჩნდებიან.
სპორტის გარდა - ყველაფერი იქნება ტრიბუნებზე: "თავისუფლება მიშას", "პუტინ ხუილი", "ძირს კრემლის მარიონეტი მთავრობა" და ა.შ. დაარბევ მსგავს აქციას და აგრესიას - ნაცები მაინც მოგებაში რჩებიან (პუტინმა დაგვარბიაო), არ დაარბევ - და რუსეთის აგრესიის პრაქტიკული განხორციელებაც არ დააყოვნებს. კვირადღე - ნაცების "დიდგორია", ხოლო ქართველი ერისთვის და ხელისუფლებისთვის - კიდევ ერთი ტესტი: ვისწავლეთ დაშვებულ შეცდომებზე თუ კვლავ კრემლისა და ნაცების დაკრულზე ვცეკვავთ. ‘’ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი