379
08 თებერვალი 2022, 15:14
„2016 წელს მიშა, რომ მანქანას შეადარა და ჯართში ჩასაბარებლად გაამზადა გიგიმ გახსოვთ? და 2020-ის არჩევნებზე იდაყვი მიშას უნდა ჩავცხოთო ეგეც? ჰოდა ახლა იპოხება და იპოხება ვაზელინით, თუმცა აღარავინ იკარებს...არა და რა "ეროვნული" იდეა წამოჭრა ნახეთ? ნაც-მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს ოპოზიცია და მერე გვეშველებაო...ჩვენო თავანკარა ბიჭო გიგი! ქოლგის და "ბრეზენტის" კი არა სულ, რომ სეფა გაშალოთ ერთად ყოფნის მიზნით ის ვერ გიშველით... იმიტომ, რომ: 1) რადიკალიზმი სრულად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. 2) უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა პირდაპირ გასდევს "ლაითმოტივად" ოპოზიციას. 3) ვერ ჩამოირეცხა და ვერასდროს მოიშორებს მიშა და ნაც-მოძრაობა იმ სისტემურ დანაშაულებს, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდა. ასე, რომ ისევ რევოლუციურ სცენარს მიაწექი ჯობია. ბოლო-ბოლო სათქმელი მაინც გექნება მე ვაწვებოდი, მაგრამ ვერ დავძარიო...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |