საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს 2010 წლის 22 დეკემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებას, რომლითაც ქ. ბათუმში მდებარე შენობა-ნაგებობები და 109 098 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა თურქულ კომპანია სს „ავრასია ჯორჯია“-ს, რომლის ხელმომწერი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე იყო.
მეგრელიშვილის თქმით, ეს იყო კორუფციული გარიგება, რაზეც მაშინდელმა მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ კირთაძემ თვალი დახუჭა და მის მიმართ ერთი კითხვაც არ გასჩენია. ახლა კი ის ახალ ამპლუაში ქალაქის დამცველის როლს ირგებს და აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას.
„2010 წელს ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მდებარე 10 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიყიდა თურქულ კომპანიას. სწორედ მაშინ როცა კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და რომელსაც ამ საკითხის მიმართ ერთი კითხვა არ გასჩენია ...დიახ, ეს იყო კორუფციული გარიგება რომელზეც მან თვალი დახუჭა! დღეს ის ახალ ამპლუაში კი ქალაქის დამცველის როლს ირგებს, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას. მოჩვენებითი და ყალბია დღეს ეს თქვენი პატრიოტიზმი. ხმა მაშინ ამოგეღოთ როცა ამოგეღებოდათ ცხვირწინ რომ აგაცალათ თურქებმა ქართული მიწა...“- წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |