სიტყვა რეზოლუციაზე პირველ რიგში გვახსენდება „ნაცმოძრაობის“ მიერ ქვეყნის ღალატი, ქვეყნის გამყიდველებმა ჯერ ქვეყნის 20% მიართვეს რუსეთს და შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს საქართველოს ომის დაწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
437 01 თებერვალი 2022, 15:58

სიტყვა რეზოლუციაზე პირველ რიგში რა გვახსენდება? გვახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატი. ამ კრიმინალებმა, ქვეყნის გამყიდველებმა ჯერ ქვეყნის 20% მიართვეს რუსეთს, შემდეგ წაბრძანდნენ ევროსაბჭოში და ნაჩუქარი ქართული მიწა ოფიციალურად დაუკანონეს, მოაწერეს რა ხელი რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს საქართველოსა და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, „ნაცები“ აკრიტიკებენ ,,ქართულ ოცნებას” რეზოლუციის ტექსტზე, ძალა რომლის ღალატმა რუსეთის ფედერაციას მისცა შესაძლებლობა, რეზოლუციაზე ხელის მოწერით, ჩვენი ქვეყნის რეგიონების სრული ოკუპაცია მოეხდინა.

„სიტყვა რეზოლუციაზე პირველ რიგში რა გვახსენდება? გვახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატი. ამ კრიმინალებმა, ქვეყნის გამყიდველებმა ჯერ ქვეყნის 20% მიართვეს რუსეთს, შემდეგ წაბრძანდნენ ევროსაბჭოში და ნაჩუქარი ქართული მიწა ოფიციალურად დაუკანონეს, მოაწერეს რა ხელი რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს საქართველოს და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება. ნაცების ამ ღალატმა, ამ უმძიმესმა კრიმინალურმა ქმედებამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის ფედერაციას, რომ მოეხდინა ჩვენი რეგიონების სრული ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. ახლა ეს ხალხი პარლამენტის ტრიბუნებზე სხედან და მორალს გვიკითხავენ. ეს მოღალატეები, ქვეყნის მტრები ახლა გვეუბნებიან, როგორ უნდა დაიწეროს რეზოლუცია. ეს არის შემდეგი ზოგიერთი უსინდისო დასავლელი პოლიტიკოსის მიერ თავსმოხვეული კოჰაბიტაციის. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ისტორიაც და სამართალიც აუცილებლად დაარქმევს თავის სახელს სააკაშვილის ბანდის ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას.” - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი