დღეს გზაარეული ოპოზიციის პოლიტიკური ჰალუცინაციების ფონზე საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ასე ეხმიანება დაჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტს.
როგორც მეგრელიშვილი წერს, სანამ ქართული პრორუსული ოპოზიცია სტუდენტობის წლებზე კარგი რუსული აქცენტით ჰყვება, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის თავს არ ზოგავენ.
,,სანამ ქართული პრორუსული ოპოზიცია სტუდენტობის წლებზე კარგი რუსული აქცენტით ჰყვება და МГИМО-სა და МГУ-ში ნასწავლს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს მანამდე, ევროპული განათლებით შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის თავს არ ზოგავენ. აი დღეს, გზაარეული ოპოზიციის პოლიტიკური ჰალუცინაციების ფონზე საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე და ასევე გამართავს შეხვედრას, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან. საქართველო ევროპის ნაწილია და პოლიტიკური თამაშის წესებიც ევროპული დიპლომატიით მიდის. ოპოზიციის კორიფეებო МГИМО-სა და МГУ ში ნასწავლს გადამზადებაც არ შველის, არა“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |