დღეს, რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე საქართველო დასავლეთის საკმაოდ აქტუალური პარტნიორია, რაც პირდაპირ გვაჩვენებს ჩვენს მნიშვნელობას საერაშორისო ჩართულობაში - ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს "კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში. გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან".ეს არის ერთის შეხედვით მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, რომლიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ დღეს, რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე საქართველო დასავლეთის საკმაოდ აქტუალური პარტნიორია, რაც პირდაპირ გვაჩვენებს ჩვენს მნიშვნელობას საერაშორისო ჩართულობაში.
რაც შეეხება იმ ტიპებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ საქართველოს მონაწილეობა უკრაინის (და ჩვენი) პრობლემის გადაჭრაში ფეისბუკ-ავატარზე უკრაინის დროშის დაყენებით, კონცერტებით და რაღაც უაზრო მოთხოვნებით (მაგ: გავგზავნოთ ჯარი და იარაღი) განისაზღვრება, უბრალოდ ან მათს მწირ აზროვნებას, ან რუსეთის წისქვილზე წყლის დასცმას აჩვენებს.” წერს გაბრიჭიძე facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |