სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პარტიებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება, ძალადობა, წამება, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური დღის წესრიგი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 25 იანვარი 2022, 16:56

სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პოლიტიკური პარტიებისგან თუ სუბიექტებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება თუ ძალადობა, წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური დღის წესრიგი გახლდათ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ოპოზიციის აქციებს ეხმიანება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 7 ნოემბრის საშინელი ძალადობის ვიდეო კადრები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს და მსგავს გადაცდომებსა თუ დანაშაულებს უმკაცრეს პასუხს გასცემს. შშმ პირის ცემის ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვა - ორივე მოძალადე დაკავებულიცაა და კანონის წინაშეც აგებენ პასუხს .

„გუშინ მართლაც, საშინელი ფაქტი მოხდა, საშინელი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რამის ყურებას მართლაც ყველა გადაეჩვია. ხელისუფლებაც და “ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს და მსგავს გადაცდომებსა თუ დანაშაულებს უმკაცრეს პასუხს გასცემს. სწორედ, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირებაც მოჰყვა; ორივე მოძალადე დაკავებულიცაა და კანონის წინაშეც აგებენ პასუხს .
თუმცა, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პოლიტიკური პარტიებისგან თუ სუბიექტებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება თუ ძალადობა, წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური დღის წესრიგი გახლდათ. ელემენტარულად გავიხსენოთ, მათი ბელად სააკაშვილს, მრავალ ბრალდებათა შორის 7 ნოემბრის საქმეზეც ედავებიან, და რომლის სასამართლო პროცესზე სულაც არ გამოცხადდა, და ამჯერად კუთვნილ საკანში დაემალა მართლმსაჯულებას, დროებით რასაკვირველია. არა და 7 ნოემბრის საშინელი ძალადობის ვიდეო კადრები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი