როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა, აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა, რატომ ამბობს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას „ნულების პარადი“ უწოდა.
„როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა, აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა რატომ ამბობს. დიდი ხანია გუბაზი პირდაპირ სააკაშვილის რუპორად არის ქცეული და მის ფიქრებს ახმოვანებს. სწორედ, გუბაზის პირით შეუთვალა სრულიად ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ!“ - წერს ანალიტიკოსი facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |