ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ის ხშირად ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" 'მესიჯბოქსს'. ამჯერად ფონ კრამონს სურდა სააკაშვილის რადიკალების სპონტანური ჩართვა არარსებულ თემებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 22 იანვარი 2022, 16:16
„ჟან მონეს დიალოგის მომზადება ხდება ჯერ ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელთა შეხვედრით. მყისიერად დიალოგის კი არა და ჩინოსანთან შეხვედრაც არასოდეს ხდება“ -ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში გაუქმებული ვიზიტის შესახებ სამი ევროპარლამენტარის განცხადებას.
როგორც ანალიტიკოსი წერს, აღნიშნული შეხვედრა მოიცავს გარკვეულ საორგანიზაციო თუ პროტოკოლურ საკითხებს, რაც ძალიან კარგად იციან ევროპარლამენტარებმა, თუმცა აღსანიშნავია, რამდენიმე მათგანის შეფასება ხშირად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. „რადიკალური ოპოზიციის სპიკერებმა ტრადიციული ვაი-ვიში ატეხეს, რომ თითქოს თავმჯდომარე პაპუაშვილი აიგნორებს ევროპარლამენტს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მკაფიოდ განმარტა, რომ ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას. ევროპარლამენტმა ახლახან აირჩია ახალი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა. შალვა პაპუაშვილიც ახლადარჩეულია. იქიდან გამომდინარე, რომ დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლი და ჩართულობა მნიშვნელოვანია, აღნიშნული დიალოგის დაწყების მომზადებამდე, უნდა შედგეს შეხვედრა ახლადარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული საორგანიზაციო-პროტოკოლური ნიუანსები მშვენივრად უნდა იცოდნენ ევროპარლამენტარებმა. თუმცა, მაგალითად, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ის ხშირად ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" 'მესიჯბოქსს'. ამჯერად ფონ კრამონს სურდა სააკაშვილის რადიკალების სპონტანური ჩართვა არარსებულ თემებში. ვიმეორებ - ჟან მონეს დიალოგის მომზადება ხდება ჯერ ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელთა შეხვედრით. მყისიერად დიალოგის კი არა და ჩინოსანთან შეხვედრაც არასოდეს ხდება. სამწუხაროა, რომ 751 ევროპარლამენტარიდან მხოლოდ თითო-ოროლა მუდმივად ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" გამრუდებული დღის წესრიგის ტირაჟირებაში.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი