ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის ავტორი ოკუპანტია, მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
809 19 იანვარი 2022, 15:14

ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ორი დღეა, ხბოს აღტყინებით გაჰკივიან ნაცების სამარცხვინო ტელევიზიები, აქაოდა ბიძინა ივანიშვილზე უცხოურ მედიაში კრიტიკული სტატია დაიწერაო. გაჰკივიან, მაგრამ არაფერს ამბობენ სტატიის ავტორზე. ჰოდა რადგან თქვენ სიმართლის თქმა არ გსურთ საზოგადოებისთვის, ახლა მე მომისმინეთ. აი მაგ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა. ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. „ნაცებო“ და „ნაც ტელევიზიებო“, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი