სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? - ზაალ ანჯაფარიძე გიორგი მშვენიერაძეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 18 იანვარი 2022, 19:52
,,საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა რაც მოლაშვილმა?, ეხლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა.” ასე ეხმიანება ქესპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძეს, განცხადებას, რომლის თქმით,  ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე წერს, ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა,  მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლისა და  ქართული საზოგადოების უმრავლესობის.

,,სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, ძველებმაც და ახლებმაც, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება. სულ მიკვირს, რომ ამ ქართული საპასპორტო მონაცემების ადამიანებს, საერთოდ არ ესმით ქართველების.

საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა რაც მოლაშვილმა?, ეხლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა

ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და  ქართველი საზოგადოების უმრავლესობის.” - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი