335
18 იანვარი 2022, 12:07
მთავარსარდლობის დროს გახურებულ ომში მიატოვა ჯარი და საკუთარ დაცვას ასწრებდა გორიდაან!
პოროშენკო კი გადიოდა ბრძოლის ველზე ამხნევებდა მებრძოლებს - ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე წერს .
"ყველაფერში სამარცხვინო როგორ უნდა იყოს კაცი? არადა სამწუხაროდ ასეთია ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი!
მოდით შევადაროთ ამ საცოდავის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ პოროშენკოს ქმედებები:
ჯერ იყო და მთავარსარდლობის დროს გახურებულ ომში მიატოვა ჯარი და საკუთარ დაცვას ასწრებდა გორიდაან!
პოროშენკო კი გადიოდა ბრძოლის ველზე ამხნევებდა მებრძოლებს და იქიდან თვითმფრინავების და ტანკების გრუხუნის ხმებზე გამობუნძულებული ჩვენებური ბედოვლათივით არავის უნახავს!
შემდეგ იყო ამ აქაურმა ჩაათავა პრეზიდენტობის ვადა, უკრაინაში გაიქცა და ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე გაცვალა იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომლის პრეზიდენტიც ორი ვადით იყო!
რაც მთავარია პოროშენკოს არ გაყალბებია მიშასაგან განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნები და წააგო თუ არა მაშინვე ცნო დამარცხება, წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობა არ დაუთმია, უფრო მეტიც დაბრუნდა გუშინ სამშობლოში თვითმფრინავის ჩვეულებრივი რეისით, ამ არაჟნებთან ერთად შემოპარულთან განსხვავებით მივიდა კაცურად პირდაპირ სასამართლოში და დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება!
ეს საქვეყნოდ თავის მომჭრელი ჩააყუდეს თუ არა მაშინვე ატეხა ტირილი, ჟივილ-ხივილი, ბღავილი, ხვეწნა-მუდარა, მიშველეთ, გამიყვანეთ გადამარჩინეთ და დღესაც ამ დღეში!
ჰოდა აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა ისე როგორც გურია-იმრეეთში იტყვიან: " "გლახაკის დაბადება არ გაიშვა"!
ამიტომაც
გლახაკი ყველგან, გლახაკად დარჩება!"-წერს გვენეტაძე .
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |