იმ სასამართლომ, რომელსაც დამოუკიდებლობას უწუნებთ, დიდი პენალტი დაგირტყათ კარში- არავითარი პოლიტიკური დევნა-უბრალოდ ეს ხალხი თაღლითები არიანო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
338 12 იანვარი 2022, 12:54
„აბა ახლა წარმოვიდგინოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, როგორ გადაწყდებოდა ეს საკითხი? კიდეც დაიჭერდნენ, და ნაცემ-ნაბეგვებს მთელი ქონებაც გადაცემულ-გადაფორმებული ექნებოდათ უკვე ხელისუფლებისათვის“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის დამოუკიდებლობაზე და რომ ხელისუფლება არ ერევა მათ საქმიანობაში. „სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ასე გადაწყვიტა სასამართლომ და რა ვქნათ? ცალკე პროკურატურა აპირებს გასაჩივრებას და ცალკე ხაზარაძე-ჯაფარიძე. აბა ახლა წარმოვიდგინოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, როგორ გადაწყდებოდა ეს საკითხი? კიდეც დაიჭერდნენ, და ნაცემ-ნაბეგვებს მთელი ქონებაც გადაცემულ-გადაფორმებული ექნებოდათ უკვე ხელისუფლებისათვის, რა თქმა უნდა „ნებაყოფლობით!!"... ის დროა, როცა სასამართლო ხელისუფლება, მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, და ხელისუფლება, რომ მის საქმიანობაში არ ერევა ესეც ფაქტია, და თუ ეს არ მოსწონს ვიღაც ვიღაცებს, არ ვიცი... ისე, რომ დაეჭირათ, ჩვენში დარჩეს და რა ამბავს ატეხდნენ, ცალკე ოპოზიცია, და ცალკე ზოგიერთი სულსწრაფი ელჩი: “პოლიტიკური დევნა“, „პოლიტიკური მართლმსაჯულება“, „ძირგამოთხრილი დემოკრატია“, და ათასი სისულელე, ახლა კი უცბად იმ სასამართლომ, რომელსაც თქვენ დამოუკიდებლობას უწუნებთ, დიდი პენალტი დაგირტყათ კარში- არავითარი პოლიტიკური დევნა-უბრალოდ ეს ხალხი თაღლითები არიანო!“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი