დავით ქართველიშვილი: მამუკა ხაზარაძე ხანდაზმული თაღლითი ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 12 იანვარი 2022, 12:48

არ გამოვრიცხავ - ბევრს ჩაუვარდა დღეს კოვზი ნაცარში. სრულიად „გაერთიანებული“ ოპოზიცია ელოდებოდა დღეს თაღლითი ბანკირების დაჭერას. ამაზე ჰქონდათ უკვე აგებული მომდევნო, დღემდე „არნახული“ საპროტესტო ტალღების აგორება, - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძის-წერეთლის საქმის შესახებ.

როგორც ქართველიშვილი წერს, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები მთლიანად შეცვალა.

„აღარ იშიმშილებს ხაზარაძე. ვეღარ. ხანდაზმული თაღლითი ყოფილა. ვადაგასული. რომ გითხრათ, დიდად მანაღვლებდა წარსულში ფინანსური მაქინაციებით დაკავებული ბანკირის დაჭერა - მოგატყუებთ. ოპერის წინ სარაჯიშვილი დავაკავეთო, მღეროდა - ხომ გახსოვთ? აი იმ მიზანსცენის განმეორება ვიხილეთ დღეს სასამართლოს შენობასთან. არ გამოვრიცხავ - ბევრს ჩაუვარდა დღეს კოვზი ნაცარში. სრულიად „გაერთიანებული“ ოპოზიცია ელოდებოდა დღეს თაღლითი ბანკირების დაჭერას. ამაზე ჰქონდათ უკვე აგებული მომდევნო, დღემდე „არნახული“ საპროტესტო ტალღების აგორება. გვარამიას მიერ, „სააკაშვილის“ დაწერილი მორიგი ეპისტოლეც ვერ გამოქვეყნდება დღეს ბელადის Facebook-ზე. ლელოელებიც გადადებენ სამგლოვიარო პოლიტიკური ეპილაციის სეანსებს. ამ დღეებში ევროპაში მიმდინარე ნატო-რუსეთის, საჩვენოდ შესაძლო წარუმატებელი სამიტიც - ჩვენ აღარ დაგვბრალდება იმედია: აი! რა დროს თქვენი ნატოა, პოლიტიკოსებით ციხეებს „ავსებთ“! კი ბატონო, დღეს საქართველოში სათქვენო „დემოკრატიამ“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ჩვენი ზეიმიც არ გამოგვაპაროთ, თქვენი იმედი გვაქვს, ხომ იცით?“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი