ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი „პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი არ იდგება კანონზე დაბლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 18 დეკემბერი 2021, 14:55

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა; საგულისხმოა, რომ რეალურად ჩვენ მოვისმინეთ, სწორედ ის საკითხები, რაც უშუალოდ ხალხს აინტერესებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ანაგარიშს.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნათქვამმა, რომ ,,დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს!“ ოპონენტებს გული მოუკლა.

,,დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა; საგულისხმოა, რომ რეალურად ჩვენ მოვისმინეთ, სწორედ ის საკითხები, რაც უშუალოდ ხალხს აინტერესებს (ბოდიში ოპოზიციასთან) და რაზეც მთავრობა თავის მოქალაქეებთანაა ,პასუხისმგებელი. უამრავ საკითხებს შორის მე მაინც რამდენიმეს გამოვყოფდი: კაზინოების, საკითხი რომელმაც ასე გააუბედურა უამრავი ოჯახი და რომელსაც ასე ეწინააღმდეგება ოპოზიციური არხები, რეკლამიდან შემოსავალს გვართმევთო (რა თქმა უნდა გაცილებით ურჩევნიათ გაუბედურებული ადამიანების ტელეეთერით ჩვენება);

მედიკამენტების ფასების დარეგულირება (არც ეს მოსწონს ოპოზიციას, მერე როგორ და რა თქვან?);
ბიუჯეტის გაზრდა, მაგალითად თავდაცვის სფეროში (არა და მავნებელ ტელევიზიას, რომ ჰკითხო ასეულობით სამხედრო ოჯახებთან ერთად მექსიკის გავლით ფეხშიშველა ამერიკის საზღვარზე გადაგდის);

მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის (ეს უკვე, ნამეტანია-ოპო ტელევიზიების პირდაპირ ლუკმას აცლიან პირიდან-სოციალურ დაუცველები, ხომ მათი მთავარი ადრესატია).

ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი „ პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას, ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება ("ნებართვას არავის შევეკითხებითო", ხომ, მაგრამ ლობისტი უცხოელები, ეს ნამდვილად დასავლური გზიდან გადახვევაა-იკივლებს ან იწივლებს ოპოზიცია).
და ბოლოს „დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს!“- ირაკლი ღარიბაშვილის ამ წინადადებამ შეიძლება ითქვას საერთოდ გული მოუკლას ოპონენტებს, მაგრამ რა ვქნათ, რაც მართალია მართალია“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი