403
15 დეკემბერი 2021, 12:19
მედიკოსებს აქვს ასეთი ტერმინი: "ჩვენ მას ვკარგავთ". არაა გამორიცხული, მსგავსი ტერმინი სპეცსამსახურებსაც ახასიათებდეს. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ორივე შემთხვევაში მიესადაგება. საქართველოში - თემურ ალასანია ჩამოვიდა.
არა, არც ნოსტალგია, არც სამშობლოს სიყვარული აქ არაფერ შუაში არაა - "მეგისქარდავასეული" საფრენი ბილიკის ამბორს ადგილი არა ჰქონია. დიდი ალბათობით, არც ჩვენ მოვენატრებოდით, ქართველები. ამის შესახებ გაგონილიც გვაქვს და მოსმენილიც. საქართველოს ისტორიაში "ლიფტის" მეტსახელად შესული ბიძა, "ტრაილერას" მეტსახელად შესულ დისშვილთან, როგორც ჩანს სულ სხვა მისიით ჩამოვიდა.
ძნელია ამაზე მარჩიელობა - ზეამოცანის (რევოლუცია-ბუნტი-გადატრიალება) შესრულების ჩავარდნის შემდეგ, რჩება ერთადერთი შესასრულებელი - "ეფრეიტორ სააკაშვილის" გადარჩენა. რა ინსტრუქციები აქვს ჩამოტანილი ამ მხრივ "ლიფტას" - "ტრაილერასთვის", ჩვენ არ გვეცოდინება, თუმცა ამ უკანასკნელის შემდგომი ბედი, კვლავ საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლოს ხელშია მხოლოდ. არც ერთს ცნობენ ბიძა/დისშვილი და არც მეორეს, ხოლო მათი პირადი დამოკიდებულება მათ მიმართ - ლიფტში გვაქვს მოსმენილი.
P.S.: ისე, "იუსტას" - "ალექსის" ურთიერთობებზე პრეტენზიის მქონე გავლენის აგენტებისთვის, "ცოტა" უნდა ტეხავდეს, ლიფტშიც რომ გისმენენ და გწერენ.’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |