395
20 ნოემბერი 2021, 15:05
ლატარია მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემებით არის დაკავებული და მათთან შეთანხმების გარეშე არაფერს აკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაცებზე და მათ პრობლემებზეა ორიენტირებული, როდემდე უნდა გვაჯდეს თავზე? როგორმე ეგ ადამიანი რომ ჩამოვაშოროთ თანამდებობას არ შეიძლება? ჯერ მარტო რამხელა ხარჯია მისი და მისი დაქალების შენახვა და ამ დროს, ქალი არ იცავს ცოცხალი თავით არავის, თუ არ აქვს ენმ-იდან თანხმობა. უხადოს ენმ-მა ხელფასი და ჰყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე. ჯერ მარტო შეხედეთ აღნიშნულ ფაქტს, ქალი ინტერესდება ნაცების მიერ შექმნილი ჯგუფით, რომელიც მიმართულია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ლომჯარია ირაკლის ვერაფერს დააკლებს, მაგრამ კარგია რომ ამ ფაქტით უკვე ნათლად დასტურდება ის, რაზეც მუდამ ვსაუბრობდით. ლომჯარია არის იგივე მუხაძე და ქარდავა, ლომჯარია მხარეა.“- წერს ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |