სახალხო დამცველი პირველი "დამლაიქებელ" წამქეზებელი აღმოჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 20 ნოემბერი 2021, 14:54
ქართულ რეალობაში სახალხო დამცველის მიმართ საზოგადოების უმრავლესობას უნდობლობა და უარყოფითი განწყობები აქვს რასაც თავისი ახსნა გააჩნია - მას როგორც სახალხო დამცველს არ გააჩნია საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და არ არის თანამშრომლობისთვის ღია, აკლია პროფესიონალიზმი, აკლია გულისხმიერება, აკლია რიგითი ადამიანების პრობლემების და გამოწვევებისადმი თანაზიარობა, ის არ აღძრავს ხალხში ნდობასა და კეთილგანწყობას, ის სამუშაო პროცესში არ იცავს თანასწორობის პრინციპს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს, არის მკვეთრად პოლიტიზირებული და მეტსახელად "პარტიულ დამცველს უწოდებენ"- წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი ეხმიანება მარიამ გეგუჩაძის მიერ სოციალურ ქსელში დაორგანიზებულ ღონისძიებას, რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის მდგომარეობის შესწავლა და სადმე შორს გადაყვანაა და რომელსაც სახალხო დამცველი შეუერთდა.
„სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ძლიერი და ფართო მანდატი დაიცვას თითოეული მოქალაქე. ქართულ რეალობაში სახალხო დამცველის მიმართ საზოგადოების უმრავლესობას უნდობლობა და უარყოფითი განწყობები აქვს რასაც თავისი ახსნა გააჩნია - მიზეზი პირველი- მას როგორც სახალხო დამცველს არ გააჩნია საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და არ არის თანამშრომლობისთვის ღია;
მიზეზი მეორე - მას როგორც სახალხო დამცველს აკლია პროფესიონალიზმი; მიზეზი მესამე- მას როგორც სახალხო დამცველს აკლია გულისხმიერება - აკლია რიგითი ადამიანების პრობლემების და გამოწვევებისადმი თანაზიარობა, ის არ აღძრავს ხალხში ნდობასა და კეთილგანწყობას;
მიზეზი მეოთხე - ის სამუშაო პროცესში არ იცავს თანასწორობის პრინციპს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს; არის მკვეთრად პოლიტიზირებული და მეტსახელად "პარტიულ დამცველს უწოდებენ". ახლახანს მარიამ გეგუჩაძის დაორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდა რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის მდგომარეობის შესწავლა და სადმე შორს გადაყვანაა. სახალხო დამცველი საკუთარ პროფესიაში მოკლებულია ასე ცალსახად პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანების, პოლიტიკოსების გარჩევასა და მათ დამცირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ქართულ რეალობაში კი სახალხო დამცველი ამ ყველაფრის პირველი "დამლაიქებელ" წამქეზებელი აღმოჩნდა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი